ესკომ მონაწილეობა მიიღო ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით გამართულ პოლიტიკურ დისკუსიაში
9-10 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეშ კოპაჩმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა, მათ შორის ესკომ; საერთაშორისო ექსპერტებმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა.
დისკუსიის პროცესში განხილულ იქნა საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობის საკვანძო თემები, მათ შორის, ასოცირებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები.