ესკო საინფორმაციო
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, შპს „მესტიაჭალა ენერჯი“, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულია (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში 2023 წლის 4 დეკემბრიდან 60 კალენდარული დღის ოდენობით.
2023 წლის 1 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „უდაბნო“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2023 წლის 27 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს “პარვუსი“ (ტოლოში ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
ესკოს გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ ქებურიამ და გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე პაპიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „ინვესტიციების მხარდაჭერა განახლებადი ენერგიებისთვის“. ღონისძიება 16 ნოემბერს, სლოვენიაში, ქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა.
2023 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 264 729 584 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 39 715 783 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15,0023972 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11,733 თეთრი.
ესკოს გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ ქებურიამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ სხდომასა და სამუშაო შეხვედრაში, რომელიც USAID -ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა .
საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავთ ევროპის გეზისკენ მიმართულ ამ უმნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ჩვენი სამშობლოს ღირსეული წინსვლისა და განვითარების საწინდარია საერთაშორისო ასპარეზზე და მომავლის ცივილიზებულ, მშვიდობიან სამყაროში.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია.
2023 წლის 1 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს “ლომისი”, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2023 წლის 26 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „თი ეფ ზი სერვისის“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2023 წლის 26 ოქტომბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აიდი სინერჯი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.