ესკო საინფორმაციო
ესკოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ შესატანი ცვლილებების შესახებ. განიხილეს ცვლილებათა პაკეტის მოსამზადებელი საკითხები და კონკრეტული წინადადებები.
2023 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 119 963 275 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 8% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 16 368 024 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13,6441957 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1,857 თეთრი.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ხელმძღვანელობამ, შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გადადინების საკითხი და პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობები.
2023 წლის 13 სექტემბერს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის გენერალური დირექტორმა კახაბერ ქებურიამ, მოადგილეებთან და ესკოს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად , სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებთან. შეხვედარზე განხილულ იქნა სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდ”-თან გასაფორმებელი „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების“ პირობები...
დღეს,10 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკოსის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე,რომელიც ზაჰესის ისტორიული კაშხლის ტერიტორიაზე გაიმართა, საქართველოს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურ დირექტორთან, კახაბერ ქებურიასთან და სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად ღვაწლმოსილი ქართველი ენერგეტიკოსები "საქართველოს ენერგეტიკოსის" წოდებით დააჯილდოვა. ესკო სიხარულით ულოცავს ამ საპატიო ჯილდოს მიღებას, თავის თანამშრომლებს: ლუიზა მაჭარაძეს, ციური კალანდაძესა და ზაქრო კოხრეიძეს. უსურვებს მათ ჯანმრთელობას და მრავალ პროფესიულ წარმატებას.
საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრის მოადგილემ პროფესიული დღე მიულოცა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებს და მადლობა გადაუხადა პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისთვის. „მსურს, დღევანდელი დღე მივულოცო დარგში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს, პირველ რიგში კი მათ, ვინც ამ წუთებში უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის სტაბილურ, უწყვეტ ენერგომომარაგებას“, - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი: „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღეს ვულოცავ. თითოეული მათგანის წარმატებულ საქმიანობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს განვითარება და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა. ძლიერი და მდგრადი ენერგეტიკული სისტემა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საფუძველია, ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნული სექტორის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია...
2023 წლის 5 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მესტიაჭალა ენერჯი“ (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2023 წლის 4 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მესტიაჭალა ენერჯის“, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.