ესკო საინფორმაციო
2023 წლის 22 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯორჯიან ფეროელოი გრუპ (ჯფგ)“, როგორც ექსპორტიორი.
2023 წლის 22 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, როგორც ექსპორტიორი.
2023 წლის 22 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
2023 წლის 1 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ხადორი 2 ჰესი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ხადორჰესი 2-ის ნაწილში.
2023 წლის 31 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ფერის“, ხადორჰესი 2-ის ნაწილში, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2023 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 131 525 100.6 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 10% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 13 722 266 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 8,5196638 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1,857 თეთრი.
2023 წლის 14 ივნისს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი NAT230012504, პროგრამული უზრუნველყოფის საოპერაციო ლიცენზიებით სარგებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე (მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები-CPV48600000), სავარაუდო ღირებულებით 56 850.0 ლარის ოდენობით. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2023 წლის 22 ივნისს, 12:00 საათზე.
2023 წლის 31 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ბილდი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, დმანისი ჰესის ნაწილში.
2023 წლის 30 მაისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ბილდს“, დმანისი ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.