ინფორმაცია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის  შესახებ

2025 წლის 1 იანვრიდან  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ვი-ემ-ჯი-ეი ჰიდრო“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, დაღეთი ჰესის ნაწილში.