2024 წლის დეკემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2024 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 540 880 240.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 43% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 88 705 482 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16.4050636 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.52 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 25% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 1%, თბოელექტროსადგურების - 45%, ხოლო იმპორტის წილი - 29%.

         

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - თბოსადგური

 -  იმპორტი

 - ქარის ელექტროსადგური

2024 წლის დეკემბრის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 2.0% შეადგინა. აგრეთვე, დეკემბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 3.2% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 - უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი

◼ - საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი

 - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - პირდაპირი მომხმარებელი

 -  სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - ექსპორტი

დეკემბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 2 424 932.00 ლარი.