ესკო საინფორმაციო
2019 წლის 06 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აკვაჰიდრო“ (იფარი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2019 წლის 10 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენ ფი ჯგუფი“, როგორც იმპორტიორი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა ზაზა დვალიშვილმა წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა.
2019 წლის 05 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ (გარდაბნის თბოსადგური 2-ის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2019 წლის 04 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს, შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
ერთი ცალი ლეპტოპისა და ერთი ცალი პრინტერის შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 03 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190023205 ელექტრონული ტენდერი, რომლის ჯამური სავარაუდო ღირებულებაა 3 288.0 ლარი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 11 დეკემბერს, 14:30 საათზე.
ესკოს ნეპალის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენელთა დელეგაცია ესტუმრა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა სტუმრებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა და მიმდინარე რეფორმის პროცესი გააცნო, რომლის შედეგიც მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სექტორს და გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას რეგიონში.
2019 წლის 28 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აად“ (ჭაპალა ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
სატრენინგო მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 28 ნოემბერს, ესკო-ს მიერ გამოცხადდა NAT190022653 ტენდერი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებით 4 470 ლარი.
სატენდერო წინადადებების მიღების ვადა მთავრდება 2019 წლის 05 დეკემბერს.
2019 წლის 19 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ (საშუალა ჰესი 2-ის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.