ესკო საინფორმაციო
2019 წლის 03 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ბუქსი ჰესი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ნაბეღლავი ჰესი“-ს ნაწილში.
2019 წლის 03 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა სს „ჰესი I“-ს („ნაბეღლავი ჰესი“-ს ნაწილში), როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.
2019 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 213 186 275.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 19% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 30 453 719.32 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.2850281 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 21 აგვისტოდან სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" ახალი გენერალური დირექტორი, ბ-ნი ზაზა დვალიშვილი უხელმძღვანელებს.
2019 წლის 16 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერგო ინვესტი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ავანი“ ჰესის ნაწილში.
2019 წლის 15 აგვისტოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ენერგო ინვესტ“-ს, „ავანი“ ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2019 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 192 269 481.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 18% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 26 156 877.7 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.6042795 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი.
2019 წლის 25 ივლისს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაარსებიდან ასი წლის იუბილე აღნიშნა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქსტატმა გამოავლინა ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდნენ სამსახურთან. შერჩეულ უწყებებს შორის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ესკოს გადაეცა სპეციალური სიგელი.
2019 წლის 22 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „ქუთაისი ინვესტმენტს“-ს, როგორც პირდაპირ მომხარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2019 წლის 24 ივლისს გამოცხადდა SPA 190003833 ელექტრონული ტენდერი სხვადასხვა ლიცენზიის განახლებისათვის (CPV 48600000) შესყიდვის ღირებულებით 44 000.0 ლარი. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 02 აგვისტოს 12:30 სთ.