06/12/2019

2019 წლის 05 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ (გარდაბნის თბოსადგური 2-ის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

06/12/2019

2019 წლის 04 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს, შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

04/12/2019

ერთი ცალი ლეპტოპისა და ერთი ცალი პრინტერის  შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 03 დეკემბერს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  NAT190023205  ელექტრონული ტენდერი, რომლის ჯამური სავარაუდო ღირებულებაა 3 288.0 ლარი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 11 დეკემბერს,  14:30 საათზე.

04/12/2019

ესკოს  ნეპალის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენელთა დელეგაცია ესტუმრა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა სტუმრებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა და მიმდინარე რეფორმის პროცესი გააცნო, რომლის შედეგიც მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სექტორს და გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას რეგიონში.

03/12/2019

2019 წლის 28 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აად“ (ჭაპალა ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

29/11/2019

სატრენინგო მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 28 ნოემბერს, ესკო-ს მიერ გამოცხადდა NAT190022653 ტენდერი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებით  4 470 ლარი.

სატენდერო წინადადებების მიღების ვადა მთავრდება 2019 წლის 05 დეკემბერს.

22/11/2019

2019 წლის 19 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ (საშუალა ჰესი 2-ის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

15/11/2019

2019 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 303 279 672.0 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 31% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 545 355.5 ლარი შეადგინა.

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.6878804 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.

15/11/2019

2019 წლის 14 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „გაბედა ჯგუფი“, როგორც იმპორტიორი.

31/10/2019

ა/წ 20-25 ოქტომბერს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლობა, საქართველოს ენერგოსექტორის სხვა კომპანიებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტი დაიგეგმა USAID-ის ენერგეტიკული პროგრამისა და ჩეხეთის მხარის  მხარდაჭერით...