ესკო საინფორმაციო
2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდების ანგარიშსწორების ერთიან ბაზებში ესკოს მიერ განხორციელდა კორექტირებები, რომლის შედეგადაც, შეიცვალა ესკოს მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასები.
2020 წლის 21 იანვარს გამოცხადდა NAT200001549ელექტრონული ტენდერი სხვადასხვა ლიცენზიის განახლებისათვის (CPV48600000), შესყიდვის ღირებულებით 80410.00 ლარი. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2020 წლის 29 იანვარს 12:00 სთ.
2020 წლის 16 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ემ.ჯი რენიუებლზ“-ს (ძამა ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2019 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 299 370 865.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 25% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 096 512 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.7297273 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.
2020 წლის 10 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აკვაჰიდრო“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ხელრა ჰესის ნაწილში.
2020 წლის 10 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აკვაჰიდრო“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, იფარი ჰესის ნაწილში.
2020 წლის 09 იანვარს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „აკვაჰიდრო“-ს, ხელრა ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2020 წლის 09 იანვარს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „აკვაჰიდრო“-ს, იფარი ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2019 წლის 25 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, საშუალა ჰესი 2-ის ნაწილში.
2019 წლის 24 დეკემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“-ს, საშუალა ჰესი 2-ის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.