25/12/2019

ავტომობილების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისათვის, 2019 წლის 25 დეკემბერს, ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190025551 ელექტრონული ტენდერი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2020 წლის 03 იანვარს.

19/12/2019

ეცხვის მომსახურების შესყიდვისათვის, 2019 წლის 18 დეკემბერს, ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190024871 ელექტრონული ტენდერი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 26 დეკემბერს.

19/12/2019

ავტომობილების შეკეთებისა და ტექნიკური  მომსახურების შესყიდვისათვის, 2019 წლის 17 დეკემბერს, ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190024813 ელექტრონული ტენდერი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 25 დეკემბერს.

17/12/2019

ინტერნეტმომსახურების შესყიდვისათვის, 2019 წლის 13 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190024534 ელექტრონული ტენდერი, სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 23 დეკემბერს.

17/12/2019

სადაზღვევო მომსახურების შესყიდვისათვის, 2019 წლის 13 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190024582 ელექტრონული ტენდერისატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 24 დეკემბერს.

13/12/2019

2019 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 288 854 817.6 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 27% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 630 005.5 ლარი შეადგინა.

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.4506703 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.

12/12/2019

2019 წლის 06 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აკვაჰიდრო“ (ხელრა ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

12/12/2019

2019 წლის 06 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აკვაჰიდრო“ (იფარი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

11/12/2019

2019 წლის 10 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენ ფი ჯგუფი“, როგორც იმპორტიორი.

09/12/2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა  ზაზა დვალიშვილმა წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა.