ესკო საინფორმაციო
ესკომ ჰოლანდიელ ინვესტორებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას და რამდენიმე მსხვილი სამრეწველო საწარმოს გახსნას აპირებენ. შეხვედრა ეხებოდა საქართველოს ბაზარზე ელექტროენერგიით, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიით ვაჭრობის საკითხებს საქართველოში.
ესკომ ჰოლანდიელ ინვესტორებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას და რამდენიმე მსხვილი სამრეწველო საწარმოს გახსნას აპირებენ. შეხვედრა ეხებოდა საქართველოს ბაზარზე ელექტროენერგიით, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიით ვაჭრობის საკითხებს საქართველოში.
2020 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 301 280 467.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 25% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 43 947 381.5 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.5868671 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვაჭრობის ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნატალია ჭიოკაძემ და მარიამ მაჭავარიანმა 4 – 6 თებერვალს მონაწილეობა მიიღეს USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის მიერ ორგანიზებულ „ენერგეტიკული ბაზრების ვაჭრობის და რისკების მართვის“ სასწავლო კურსში...
2020 წლის 05 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ემ.ჯი რენიუებლზ“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ძამა ჰესის ნაწილში.
2020 წლის 04 თებერვალს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ემ.ჯი რენიუებლზ“-ს, ძამა ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 იანვრის 7/12 გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ცვლილებები საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ...
2020 წლის 29 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აად“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ჭაპალა ჰესის ნაწილში.
2020 წლის 28 იანვარს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „აად“-ს, ჭაპალა ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი აცხადებს მეორადი ინვენტარის რეალიზაციას. სარეალიზაციო პროდუქციის ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.