ესკო საინფორმაციო
რეცხვის მომსახურების შესყიდვისათვის, 2019 წლის 18 დეკემბერს, ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190024871 ელექტრონული ტენდერი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 26 დეკემბერს.
ავტომობილების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისათვის, 2019 წლის 17 დეკემბერს, ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190024813 ელექტრონული ტენდერი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 25 დეკემბერს.
ინტერნეტმომსახურების შესყიდვისათვის, 2019 წლის 13 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190024534 ელექტრონული ტენდერი, სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 23 დეკემბერს.
სადაზღვევო მომსახურების შესყიდვისათვის, 2019 წლის 13 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190024582 ელექტრონული ტენდერი, სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 24 დეკემბერს.
2019 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 288 854 817.6 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 27% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 630 005.5 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.4506703 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.
2019 წლის 06 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აკვაჰიდრო“ (ხელრა ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2019 წლის 06 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აკვაჰიდრო“ (იფარი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2019 წლის 10 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენ ფი ჯგუფი“, როგორც იმპორტიორი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა ზაზა დვალიშვილმა წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა.
2019 წლის 05 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ (გარდაბნის თბოსადგური 2-ის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.