31/10/2019

ა/წ 20-25 ოქტომბერს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლობა, საქართველოს ენერგოსექტორის სხვა კომპანიებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტი დაიგეგმა USAID-ის ენერგეტიკული პროგრამისა და ჩეხეთის მხარის  მხარდაჭერით...

28/10/2019

პრინტერის კარტრიჯების შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 25 ოქტომბერს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  SPA190005079  ელექტრონული ტენდერი, რომლის ჯამური სავარაუდო ღირებულებაა 3 000.0 ლარი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 05 ნოემბერს,  12:30 საათზე.

28/10/2019

ერთი ცალი ლეპტოპისა და სხვადასხვა სახის კომპიუტერული აქსესუარების შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 25 ოქტომბერს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  SPA190005073  ელექტრონული ტენდერი, რომლის ჯამური სავარაუდო ღირებულებაა 4 800.0 ლარი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 04 ნოემბერს,  13:30 საათზე.

28/10/2019

2019 წლის 24 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი (გარდაბნის თბოსადგური 2-ის ნაწილში).

24/10/2019

2019 წლის 01 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, საგურამო ჰესის ნაწილში.

24/10/2019

2019 წლის 01 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „საგურამო ენერჯის“ (საგურამო ჰესის ნაწილში), როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.

18/10/2019

2019 წლის 17 ოქტომბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „თრეიდინგ სოლუშენს“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

17/10/2019

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართა ესპანური ენერგო კომპანიის  - Acciona Energy- ის წარმომადგენლობასა და  EMEA  (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის ქვეყნები) რეგიონის ბიზნესის განვითარების დირექტორატთან.

15/10/2019

2019 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 286 968 458.1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 42 578 920.0 ლარი შეადგინა.

  

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.8374913 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.

02/10/2019

2019 წლის 01 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ფშაველა“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ფშაველაჰესი“-ს ნაწილში.