ესკო საინფორმაციო
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი მოდელი და მასთან დაკავშირებული ფუნდამენტური რეფორმის დეტალები განიხილეს.
2020 წლის 26 ივნისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანია“, როგორც ექსპორტიორი.
2020 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ250 051 710.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 27% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 33 026 012.4 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.2076731 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.358 თეთრი.
2020 წლის 03 ივნისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ეი ელ ენ ქომოდით“, როგორც ექსპორტიორი.
2020 წლის 03 ივნისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ეი ელ ენ ქომოდითი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
2020 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 211 116 722.9 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 22% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 33 789 508.5 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16.0888149 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.
მ/წლის 16 აპრილს ესკომ „ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნოს მოწვევით, მონაწილეობა მიიღო EU4Energy პროექტის მხარდაჭერით ორგანიზებულ ონლაინ სემინარში - „ელექტროენერგეტიკული ბაზარი და ვაჭრობა“. სემინარის მთავარი მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება წევრ ქვეყნებს შორის „ენერგეტიკულ გაერთიანების“ ფარგლებში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესების შესახებ.
კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით და საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი, ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. ესკოს მენეჯმენტის მიერ განსაზღვრულია თანამშრომელთა ის ნაწილი, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას დისტანციურად ასრულებენ და განსაკუთრებულად არ საჭიროებენ სამუშაო ადგილზე ყოფნას.
ქრისტე აღსდგა! ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.პანდემიის მალე დასრულების, ეკონომკის წარმატებული აღორძინების და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ენერგიული ქმედითობის აღდგენის საწინდარი ყოფილიყოს აღდგომა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
2020 წლის მარტის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 328 748 177.4 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 31% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 60 706 881 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 18.4660737 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.