10/04/2020

2020 წლის მარტის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 328 748 177.4 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 31% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 60 706 881 ლარი შეადგინა.

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 18.4660737 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

31/03/2020

2020 წლის 27 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ (გარდაბნის თბოსადგური 2-ის ნაწილში), როგორც წარმოების ლიცენზიატი.

31/03/2020

2020 წლის 26 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

13/03/2020

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით და საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი, 2020 წლის 16 მარტიდან ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე,  ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს.

13/03/2020

2020 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 275 887 217.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 24% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 38 303 600.0 ლარი შეადგინა.

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე  13.8837893 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

12/03/2020

13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, მინისტრსა და მის მოადგილეებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

04/03/2020

2020 წლის 04 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი (გარდაბნის თბოსადგური 2-ის ნაწილში).

04/03/2020

2020 წლის 03 მარტს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს (გარდაბნის თბოსადგური 2-ის ნაწილში), როგორც ელექტროსადგურს საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის რეჯიმში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

02/03/2020

2020 წლის 27 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქისთოუნ ქონსალთინგ“, როგორც ექსპორტიორი.

02/03/2020

2020 წლის 27 თებერვალს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქისთოუნ ქონსალთინგ“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.