ესკო საინფორმაციო
ესკოს მიერ, 09.02.2022წ. გამოცხადდა NAT220002746 ელექტრონული ტენდერი, კოპანიის სარგებლობაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების (საოპერაციო სისტემები-CPV48620000) მოქმედების ვადის ერთი წლის განახლებისათვის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 10 620.0 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება 17.02.2022წ. 12:00 საათზე.
2022 წლის 12 იანვარს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მცირე ენერჯი“-ის, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს (ინწობა ჰესის და აჭი ჰესის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2022 წლის 12 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VIII“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ინწობა ჰესის და აჭი ჰესის ნაწილში.
2021 წლის დეკემბრის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 385 627 269.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 28% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 64 863 383.2 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16.8211009 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.
2022 წლის 13 იანვარს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელ-ტრეიდი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
ესკო გილოცავთ შობა-ახალ წელს.
მშვიდობის, ჯანმრთელობის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2022 წელი.
გისურვებთ მომავლის იმედისა და საახალწლო სურვილების ასრულებას, წინსვლის ენერგიას, ყველა კეთილ საქმეში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
ახალი ხელმძღვანელი საწარმოს თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა.
2021 წლის 20 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჰიდროენერგია“ (ახატანი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2021 წლის 08 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მცირე ენერჯი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ინწობა ჰესის ნაწილში.
2021 წლის 08 დეკემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „პრაიმ ენერჯი“-ის, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს (ინწობა ჰესის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ წარმაოდგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.