31/12/2020
ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მერამდენედ ხდება სიცრუის ტირაჟირება საქართველოს ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამჯერად, მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) და მისი საქმიანობის შესახებ. ესკო სააქციო საზოგადოებაა. მისი ერთადერთი აქციონერია საქართველოს სახელმწიფო. სააქციო საზოგადოების აქციათა წილის მფლობელი არასოდეს ყოფილა თანაინვესტირების ფონდი, როგორც ეს ზოგიერთ მედია საშუალებაში გადაიცა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „“ესკო“ -სთვის ელექტროენერგიით ვაჭრობა არაა მომგებიანი საქმიანობა. ბაზრის ოპერატორი ელექტროენერგიას ყიდულობს და ყიდის ერთი და იგივე ფასად. „ესკო“- ს ფუნქციონირების საფუძველია ქვეყნის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების მიზნით, ელექტროენერგიის ბაზრის დაბალანსება.
30/12/2020

2020 წლის 26 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ („საშუალაჰესი 1“-ის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

17/12/2020

2020 წლის 16 დეკემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ფოვერ თრეიდინგ კომპანი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

16/12/2020

2020 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 272 821 564.60 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 45 383 317.80 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16.6347986 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

03/12/2020

2020 წლის 01 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „დატა ჰაბი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

17/11/2020
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, ქ-ნ ნათელა კალანდაძეს 80 წელი შეუსრულდა.
ესკო, საქართველოს ენერგოსექტორში მრავალწლიანი მუშაობით შეტანილი მნიშვნელოვანი პროფესიული წვლილისთვის, სანიმუშო კოლეგიალობისთვის მადლიერებითა და დიდი სიყვარულით ულოცავს ქ-ნ ნათელას იუბილეს და დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, მხნეობას, კეთილდღეობას უსურვებს.
12/11/2020

2020 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 171,755,642.40 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 18% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 29,755,857 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 17.3291790 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

19/10/2020

2020 წლის 17 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ლახამი 1“ ჰესის ნაწილში.

19/10/2020

2020 წლის 16 ოქტომბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს“,„ლახამი 1“ ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

19/10/2020

2020 წლის 15 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ („სხალთა“ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.