15/10/2020

2020 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 276 079 424.40 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 45 937 039.06 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16.6390665 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

12/10/2020

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიით ქვეყნის მომარაგების შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ესაუბრა.

12/10/2020

2020 წლის 12 ოქტომბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, როგორც იმპორტიორი.

12/10/2020

2020 წლის 12 ოქტომბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, როგორც ექსპორტიორი.

12/10/2020

2020 წლის 06 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ („ლახამი 1“ ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

28/09/2020

2020 წლის 01 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „საცხენჰესის“ ნაწილში.

28/09/2020

2020 წლის 01 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“-ს („საცხენჰესი“-ს ნაწილში), როგორც წარმოების ლიცენზიატს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.

25/09/2020

2020 წლის 24 სექტემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქისთოუნ ქონსალთინგ“, როგორც იმპორტიორი.

23/09/2020

2020 წლის 22 სექტემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“, როგორცელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

22/09/2020

2020 წლის 22 სექტემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“, როგორც იმპორტიორი.