2022 წლის ივნისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2022 წლის იბნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 133 224 660 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 9% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 19 160 730.5 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.3760935 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.857 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 92.73% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 4.44%, თბოელექტროსადგურის - 2.39%, ხოლო იმპორტის – 0.44%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
◼ - ჰიდროელექტროსადგური
◼ - თბოელექტროსადგური
◼ - იმპორტი
◼ - ქარის ელექტროსადგური
2022 წლის ივნისის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 6.1% შეადგინა. აგრეთვე, ივნისის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 26.6% შეადგინა.
.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
◼ - საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი
◼ - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - პირდაპირი მომხმარებელი
◼ - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)
◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - ექსპორტიორი
ივნისის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15 801 968.00 ლარი.