ესკო საინფორმაციო
2019 წლის 22 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ინტერ რაო საქართველო“, როგორც იმპორტიორი.
2019 წლის 22 მაისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ინტერ რაო საქართველო“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
2019 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 236 906 225.6 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 23% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 30 823 745 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.0127023 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს, USAID/Georgia-სა და G4G-ის მიერ გამართულ კონფერენციაში "ბლოკჩეინ ტექნოლოგია ენერგეტიკის სექტორში", სადაც წარმოდგენილი იქნა ბლოკჩეინტექნოლოგიის, როგორც ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტური ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენების პროტოტიპი. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2019 წლის 01 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი, დაარეგისტრირა შემდეგი საწარმოები:
1. შპს „ჯი თი ემ გრუპი“
2. შპს „რუსთავის ფოლადი“
3. შპს „ჯეოსთილი“
4. შპს „აითილებ“
5. შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“
6. სს „რუსთავის აზოტი“
7. შპს „რუსელოის“
8. სს „RMG Copper”
9. შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“
10. შპს „ბლოქფაუერ“
2019 წლის 25 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „სვანეთი ჰიდრო“ (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2019 წლის 30 აპრილს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანია“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
23 აპრილს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა სამუშაო შეხვედრა გამართა იაპონიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან - TEPCO.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის არსებული მოდელისა და ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების პირობების მიმოხილვა .
2019 წლის 22 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯეო ფაუერ“, როგორც იმპორტიორი.
2019 წლის 01 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ბლოქფაუერ“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.