2017 წლის ივლისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2017 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 57 794 013.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 5% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 6 885 629.12 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.9140872 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.496 თეთრი/კვტ.სთ.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგია ძირითადად შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 90% იყო, თბოსადგურების - 8%, ხოლო იმპორტის – 2%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
♦ - ჰიდროელექტროსადგური
♦ - თბოელექტროსადგური
♦ - იმპორტი
2017 წლის ივლისის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 62.06% და 37.92% შეადგენს. ამავე პერიოდში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-14² მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობამ 9 108.9 კვტ.სთ შეადგინა, რაც ივლისის თვეში საბალანსო ელექტროენერგიის 0.02%-ია.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
♦ - გამანაწილებებლი ენერგოკომპანია
♦ -პირდაპირი მომხმარებელი
♦ - სსე (ავარიული შემოტანის დაბრუნება)
ივლისის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 11 046 315 ლარი.