2018 წლის თებერვლის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2018 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 252 396 894.4 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 23% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 33 089 858.3 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.1102478 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი/კვტ.სთ.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 33% იყო, თბოელექტროსადგურების - 1%, ხოლო იმპორტის – 66%.

 

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური          

- თბოელექტროსადგური               

 ♦ - იმპორტი                                         

 

2018 წლის თებერვლის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 97.4% და 2.5% შეადგენს. ამავე პერიოდში, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.1% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებელი ენერგოკომპანია                            

 ♦ -პირდაპირი მომხმარებელი                                             

♦ - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 

თებერვლის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 14 258 165 ლარი.