2019 წლის ივნისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2019 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 148 654 694.1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 12% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 10 756 571.8 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 7.2359449 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 86% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 4%, თბოსადგურების - 5%, ხოლო იმპორტის - 5%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
♦ - ჰიდროელექტროსადგური
♦ - ქარის ელექტროსადგური
♦ - თბოსადგური
♦ - იმპორტი
2019 წლის ივნისის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 3% და 79% შეადგენს. აგრეთვე, ივნისის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 18% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
♦ - გამანაწილებელი ენერგოკომპანია
♦ - პირდაპირი მომხმარებელი
♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
ივნისის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 9 775 154.00 ლარი.