2019 წლის ნოემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2019 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 288 854 817.6 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 27% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 630 005.5 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.4506703 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 28.0% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 2.7%, ხოლო იმპორტის - 69.3%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
♦ - ჰიდროელექტროსადგური
♦ - ქარის ელექტროსადგური
♦ - იმპორტი
2019 წლის ნოემბრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 42.92% და 50.50% შეადგენს. აგრეთვე, ნოემბრის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 6.45% შეადგინა. ამავე პერიოდში, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.13% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
♦ - გამანაწილებელი ენერგოკომპანია
♦ - პირდაპირი მომხმარებელი
♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
♦ - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)
ნოემბრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15 366 957.00 ლარი.