2020 წლის მაისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2020 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ250 051 710.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 27% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 33 026 012.4 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.2076731 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.358 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 94.11% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3.26%, თბოელექტროსადგურის - 0.01%, ხოლო იმპორტის – 2.62%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
◼ - ჰიდროელექტროსადგური
◼ - იმპორტი
◼ - ქარის ელექტროსადგური
◼ - თბოელექტროსადგური
2020 წლის მაისის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 75.0% და 16.0% შეადგენს. აგრეთვე, მაისის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 9.0% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
◼ - გამანაწილებელი ენერგოკომპანია
◼ - პირდაპირი მომხმარებელი
◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
მაისის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 18 043 395.00 ლარი.