2021 წლის სექტემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2021 წლის სექტემბრის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 313 817 027,7 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 53 237 965,1 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16,9593550 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 54.42% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 2.26%, თბოელექტროსადგურების - 43.27%, ხოლო იმპორტის – 0.05%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
◼ - ჰიდროელექტროსადგური
◼ - ქარის ელექტროსადგური
◼ - თბოელექტროსადგური
◼ - იმპორტი
2021 წლის სექტემბრის თვეში, ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა ძირითადად განახორციელეს პირდაპირმა მომხმარებლებმა, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, 58.5% შეადგინა. აგრეთვე, სექტემბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 7.0% შეადგინა. ამასთანავე, სექტემბრის თვეში, განაწილების ლიცენზიატების მიერ, განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა, რომლის წილმაც 10.0% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
◼ - საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი
◼ - პირდაპირი მომხმარებელი
◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)
◼ - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - ექსპორტიორი
სექტემბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 17 362 560,00 ლარი.