2025 წლის დეკემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2025 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 745,527,897.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 52% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 119,591,010 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია     

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 16.7% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 0.8%, თბოელექტროსადგურების - 51.8%, ხოლო იმპორტის წილი - 30.7%.

         

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - თბოელექტროსადგური

 -  იმპორტი

 - ქარის ელექტროსადგური

2025 წლის დეკემბრის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 25.427% შეადგინა. აგრეთვე, დეკემბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 2.847% შეადგინა.

 

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 

 -  უნივერსალურის მიმწოდებელი

 -  საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი

 - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - პირდაპირი მომხმარებელი

- სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - ექსპორტიორი

დეკემბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 11,627,094.00 ლარი.