2026 წლის მარტის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2026 წლის მარტის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 444 398 911.1კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 34% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 68 370 354.35 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია     

მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.425031382 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.679 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 32.7% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3.2%, თბოელექტროსადგურის - 40.1%, მზის ელექტროსადგურის - 0.2%, ხოლო იმპორტის წილი - 23.8%.

         

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - თბოელექტროსადგური

 -  იმპორტი

 - ქარის ელექტროსადგური

 - მზის ელექტროსადგური

2026 წლის მარტის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 3.6% შეადგინა. აგრეთვე, მარტის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 3.4% შეადგინა.

 

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 

 -  უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი

 -  საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი

 - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 -  პირდაპირი მომხმარებელი

 - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

- ექსპორტიორი

 

მარტის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15 434 162.00 ლარი.