ცვლილება სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს განაწილების ლიცენზიის არეალში
2017-09-04
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ცვლილებები შევიდა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს, როგორც საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული (განაწილების ლიცენზიატი) კვალიფიციური საწარმოს მონაცემებში და მისი მოქმედების არეალს 2017 წლის 01 სექტემბრის 00:00 საათიდან (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება N65/1-ის ამოქმედების თარიღიდან) დაემატა კახეთის რეგიონში არსებული გამანაწილებელი ქსელი თავისი აღრიცხვის წერტილებით.