ესკომ მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტში გამართულ: Electricity Market Integration Forum 2026-ში.
ესკოს საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ წურწუმიამ, 13 მაისს მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ Electricity Market Integration Forum 2026-ში.
ფორუმი მიეძღვნა ევროკავშირსა და ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის ბაზრების ინტეგრაციისა და განვითარების საკითხებს. განხილვის ძირითადი თემები მოიცავდა ბაზრების დაახლოების პერსპექტივებს, რეგულაციურ გამოწვევებსა და ერთიანი ევროპული ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების დინამიკას.
ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული სექტორის მიმდინარე ცვლილებებზე, მათ შორის CBAM-ის გავლენაზე ბაზრის განვითარებასა და ინვესტიციებზე.
ღონისძიება გაიმართა ევროპარლამენტის, Europex -ისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ორგანიზებით. მონაწილეობდნენ ევროკავშირის ინსტიტუტების, ენერგეტიკული მარეგულირებლების, ბაზრის ოპერატორების წარმომადგენლები და სექტორის ექსპერტები ევროკავშირიდან და ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებიდან.


