ესკოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდნენ

ა/წ 1-5 ოქტომბერს, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის წარმომადგენლები - თამარ წურწუმია (საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი) და ზაზა გერგაია (ვაჭრობის ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების დეპარტამენტის უფროსი) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამისა და რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა სასწავლო სემინარი თემაზე: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია და განახლებადი ენერგიები.
სემინარში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და სხვა ენერგეტიკული კომპანიები. სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს კონკურენტული და ლიბერალური ბაზრის განვითარების მხრივ, ევროპული გამოცდილების გაზიარებას, რუმინეთის მაგალითზე.