ესკოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ

მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს, „ენერგეტიკული გაერთიანების“ ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორისა (ესკო) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წარმომადგენლები, სლოვენიის ბაზრის ოპერატორის (BORZEN) ექსპერტებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთში ქ. სტამბულში. სამუშაო შეხვედრები გაიმართა თურქეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან (EPIAS) და დარგის მარეგულირებელთან (EMRA). შეხვედრებზე განხილულ იქნა თურქეთში არსებული ელექტროენერგიით ვაჭრობის სქემები, როგორც დღიურ, ასევე, საათობრივ ჭრილში და ორგანიზებული ბაზრების ოპერირების მხრივ არსებული პრაქტიკა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის/სტანდარტების ჰარმონიზაციის კონტექსტში, საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები.