ინფორმაცია პირდაპირი ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით

გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის N23/2, N23/3 და N23/4 გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ცვლილებები საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში და გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.

 სტანდარტული პირობების განახლებული ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

  1. საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვის სტანდარტული პირობები:

https://esco.ge/files/data/Electricity/Standard/deni_yidva.pdf

  1. საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის სტანდარტული პირობები:

https://esco.ge/files/data/Electricity/Standard/deni_gayidva.pdf

  1. გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის სტანდარტული პირობები:

https://esco.ge/files/data/Capacity/Standard/simdz_gayidva.pdf