ესკოსა და EPIAS-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2026-02-18
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო) თურქეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრის EPIAS-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანი ორი ქვეყნის ელეტროენერგიით ვაჭრობის სქემების, ბაზრების ოპერირების არსებული პრაქტიკისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა იყო.
EPIAS-ი 2015 წლიდან თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორია. მისი ოპერირება მოიცავს დღით ადრე და მიმდინარე დღის, ასევე საბალანსო ბაზარს და სხვა დამხმარე მომსახურებებს.
თურქეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრის წარმომადგენლებთან შეხვედრას უძღვებოდნენ ესკო-ს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაზა დვალიშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე პაპიაშვილი და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წურწუმია.