ესკოში რეგულარული სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

ესკოში  გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს რეგულარული შეხვედრები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელის ამოქმედების პირობებში ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მიმწოდებლის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ფუნქციის  განხორციელებასთან დაკავშირებული  დოკუმენტების/წესების პროექტების განხილვისა და სრულყოფის მიზნით.

შეხვედრებში, ესკოს თანამშრომლების გარდა, მოწვეული არიან ენერგეტიკული ბირჟის, საბალანსო ბაზრის, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი საწარმოების ხელმძღვანელები.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომავალში ესკოს განახლებული ფუნქციებით საქმიანობის კუთხით  გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის ოპტიმალური გზების განხილვას.

განხილვების შემდეგ დოკუმენტების პროექტები დაეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს წინადადებებისა და მოსაზრებებისათვის. (შეხვედრები, ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ტარდება კოვიდ რეგულაციების წესების დაცვით).