ესკოს ორგანიზებით, ევროკომისიის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, სემინარი ჩატარდა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ორგანიზებით, ევროკომისიის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16-17 მარტს, ჩატარდა სემინარი თემაზე: „ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის მექანიზმების მართვა". პროექტის მიზანია რეფორმის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრაზე ევროპელმა ექსპერტებმა წარადგინეს პრეზენტაციები საკითხებზე: განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის პოლიტიკა და მხარდაჭერის სქემები.

სემინარში ესკოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლებმა.