ესკოს წარმომადგენლობამ  სტამბოლში APEXs 2023 წლის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ესკოს გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ ქებურიამ, მონაწილეობა მიიღო ქ. სტამბოლში გამართულ „ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის“ - APEXs 2023 წლის კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო თურქეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის EPIAS/EXIST-ის მიერ.

„ენერგეტიკული ბირჟების ასოციაცია“ არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 50 ზე მეტ ენერგეტიკულ ბირჟასა და ბაზრის ოპერატორს მსოფლიოს მასშტაბით.

შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკული ბირჟებისა და ბაზრის ოპერატორების წარმომადგენლები, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს პოზიციები, ინფორმაცია და მიდგომები ელექტროენერგეტიკული ბაზრების დაგეგმვასა და განვითარებასთან დაკავშირებით.

გენერალურ დირექტორთან ერთად, კონფერენციას ასევე დაესწრნენ ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ალექსანდერ პაპიაშვილი და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, თამარ წურწუმია.