ესკოს გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია, მოადგილეებთან ერთად, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენცის დაესწრო.
კონფერენციაზე სიტყვით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე.
სემეკის თავმჯდომარემ -დავით ნარმანიამ კომისიის განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის კომისიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე ისაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.