ისლანდიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანსენს და ისლანდიის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს-გუდლეიგურ თორ თორდარსონს შეხვდა.

ისლანდიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრა გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის კერძო სექტორების თანამშრომლობისა და ენერგეტიკის კუთხით საინვესტიციო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტების უფროსები,  ესკოს გენერალური დირექტორი  კახაბერ ქებურია და  ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს საიტზე.