ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკო-ს განცხადება
ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მერამდენედ ხდება სიცრუის ტირაჟირება საქართველოს ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამჯერად, მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) და მისი საქმიანობის შესახებ. ესკო სააქციო საზოგადოებაა. მისი ერთადერთი აქციონერია საქართველოს სახელმწიფო. სააქციო საზოგადოების აქციათა წილის მფლობელი არასოდეს ყოფილა თანაინვესტირების ფონდი, როგორც ეს ზოგიერთ მედია საშუალებაში გადაიცა. „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო“ 2006 წლიდან საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის, ქვეყნის უწყვეტი ელექტრომომარაგებისა და ქართული ენერგეტიკის აქტიური განვითარების სამსახურშია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „“ესკო“ -სთვის ელექტროენერგიით ვაჭრობა არაა მომგებიანი საქმიანობა. ბაზრის ოპერატორი ელექტროენერგიას ყიდულობს და ყიდის ერთი და იგივე ფასად. „ესკო“- ს ფუნქციონირების საფუძველია ქვეყნის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების მიზნით, ელექტროენერგიის ბაზრის დაბალანსება.