ინფორმაცია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის თაობაზე
2016-11-17
2016 წლის 10 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, როგორც ელექტროსადგური - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.