ინფორმაცია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2022-06-01
2022 წლის 13 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „სვანეთი ჰიდროს“, როგორც წარმოების ლიცენზიატს და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.