შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
2017-07-31
25 ივლისს ესკო-ში გაიმართა საქმიანი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ „მსოფლიო ბანკის“ ექსპერტები არტურ კოჩნაკიანი, აბგარ ბუდაღიანი და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ენერგეტიკისა და რესურსების მოპოვების გლობალური პრაქტიკის ოფისის უფროსი, საოპერაციო ოფიცერი, იოსებ მელითაური. შეხვედრაზე განხილულ იქნა ელექტროენერგიით პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე ვაჭრობის, ექსპორტის, ენერგიის საბითუმო ფასის ფორმირებისა და ახალაშენებული სადგურებიდან ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხები.