2016 წლის დეკემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

 2016 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  256 314 929 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 22% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 28 785 187.6 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.2303984 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.303 თეთრი/კვტ.სთ.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 36% იყო, თბოელექტროსადგურების - 51%, ხოლო იმპორტის – 13%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური          

- თბოელექტროსადგური               

- იმპორტი                                        

 

2016 წლის დეკემბრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 86.7% და 12.9% შეადგენს. ამასთანავე, დეკემბრის თვეში ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.4% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებებლი ენერგოკომპანია                            

-პირდაპირი მომხმარებელი                                             

- სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 

დეკემბრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 6 027 628 ლარი