2016 წლის მარტის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2016 წლის მარტის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ   210 394 434.1 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი  მიწოდების  22%   წარმოადგენს.    საბალანსო  ელექტროენერგიის  ღირებულებამ 17 266 666.2 ლარი  შეადგინა.

მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე  8.2068151 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი  11.303  თეთრი/კვტ.სთ.

 აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში იმპორტის წილი 61% იყო, თბოსადგურის - 10%, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების – 29%.

2016 წლის მარტის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 98.726% და 1.0306% შეადგენს. აღნიშნულ თვეში საბალანსო ელექტროენერგია გატანილ იქნა საექპორტოდ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.0005% შეადგინა. ამასთანავე, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილიც - 0.2429%-ია.

მარტის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო   14 934 712.00 ლარი, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ ყოველ მოხმარებულ კილოვატსაათზე გადასახდელმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა 1.9977შეადგინა.