შეხვედრა ბაზრის ოპერატორისა და USAID–ის წარმომადგენლებს შორის

2016 წლის 9 მარტს ესკო-ში გაიმართა შეხვედრა ბაზრის ოპერატორისა და USAID–ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) წარმომადგენლებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. აღნიშნული პროქტი ხელს შეუწყობს ესკო–ს საქმიანობის შემდგომ განვითარებას, მისი პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის ზრდას.