ესკო USAID-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო ვიზიტით ბელგრადში
2018-07-20
საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზრისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის არსებული მოდელის მოდერნიზებისა და რეფორმირების ფარგლებში, ესკოს წარმომადგენლობა USAID-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო ვიზიტით, G4G-ის, საქართველოს საბაჟოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დელეგაციასთან ერთად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ესტუმრა. სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს დელეგაციისთვის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საბაჟო პროცედურებისა და ელექტროენერგიის განბაჟების სერბული მოდელის გაცნობა.