ესკოში განახლებული ვებ-გვერდის მორიგი საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ  სს „თელასი“-ს, შპს „ჯეო სერვერსი“-ს, შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯია“-ს, შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“-ს, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის, შპს „აღმოსვლეთის ენერგოკორპორაცია“-ს ხელმძღვანელი პირები.   ესკო  სავაჭრო - საკომუნიკაციო სისტემის ახალი სტანდარტების დანერგვისათვის საკუთარი ვებ-გვერდის მოდერნიზაციას ახდენს.  დასრულდა ვებ-გვერდის განახლებისა და ახალი ელექტრონული სერვისებით აღჭურვის მეორე ეტაპი, რაც მოიცავს სავაჭრო დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატში გადატანას. ესკომ მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყო საპრეზენტაციო შეხვედრები ელექტროენერგიით ვაჭრობის მონაწილე სუბიექტებთან. დღეს ამ ციკლის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა სტუმრებს წარმოუდგინა ვებ-გვერდის  ახალი მოქნილი ტექნიკური სერვისები.