ვებსაიტის პრეზენტაცია
2016-12-26
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა შეხვედრა გამართა ენერგეტიკის განვითარების ფონდის, USAID-ის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თანაინვესტირების ფონდის, საპარტნიორო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის, CALT & TAGGART-ის, თიბისი ბანკის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ესკოს ახალი ვებ-გვერდის საპრეზენტაციოდ მზადების პროცესში, კომპანიებისათვის იმ სიახლეთა წინასწარ გაცნობა, რასაც დაინტერესებულ მომხმარებელს მომავალი წლიდან შესთავაზებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის განახლებული ვებ-გვერდი.